„ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება, - ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, სადაც ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.
„თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, „ვივამედის“ ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება. ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში. ალბათ უახლოეს საათებში ნათელი მოეფინება, ბატონ სააკაშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი. ვფიქრობ, ეს იყო დისკუსიის მთავარი საგანი. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. მისი გუნდი კი უნდა ითხოვდეს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მასთან შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების საშუალება წინასაარჩევნოდ მიეცეს. სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია, ისვენებს. ასევე იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ ეძლევა საშუალება, პარლამენტის წევრებს და მის თანაგუნდელებს შეხვდეს. შეიძლება, დიდად არ ღელავენ „ნაცები“, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინცაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჯობს, წესიერად იყოს ჩართული.
ახლაც ციხეში მგონია სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახის, რომ სასტუმროშია. მე მისი დაკავების დღიდან ეჭვი არ შემპარვია, რომ დღესაც ციხეშია. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ადგილმდებარეობა არც ისე და არც ასე არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მოახდენს ის, მას ექნება თუ არა კავშირი მის თანაგუნდელებთან და იქნება თუ არა ჩართული საარჩევნო პროცესში. ეს უნდა იყოს ძირითადი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თუ ამის ყოფილმა უფროსმა გირჩზურაბამ ჩაიხადა და რუსებს შესთავაზა თავისი ქათქათა ტრაკი, ესეც იმავე პოზაშია ოცნების მიმართ :)) პარლამენტში რა თქმა უნდა ვერ მოხვდები და მერე შეიძლება დაგიფასოს ოცნებამ და რეესტრში მოგცეს რომ გქონდა იმაზე უკეთესი სამსახური