გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში

გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში

ბოსნიის ჩემპიონატის პირველ ტურში „სარაევოს“ თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა.

„სლობოდას“ წინააღმდეგ გიორგიმ პირველი ტაიმის კომპენსირებულ მეცხრე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მეორე ნახევარში ორჯერ კიდევ გაიტანეს და 3:1 მოიგეს.

გიორგი გულიაშვილისთვის ეს მეორე გოლია სეზონში, მანამდე კონფერენს ლიგაზე „აქტობეს“ გაუტანა. „სარაევო“ მეორე ტურში 10 აგვისტოს, „სლოგა დობოის“ ესტუმრება.