კამალა ჰარისი უარს ამბობს 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსის“ ეთერში დონალდ ტრამპთან დებატებზე. ამის შესახებ მის საარჩევნო შტაბში განაცხადეს.
„ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ეს თამაში და მოვიდეს 10 სექტემბრის დებატებზე, რაც უკვე შეთანხმებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰარისის შტაბის განცხადებას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარისი მასთან დებატებს თავს „დაბალი ინტელექტის“ გამო არიდებს.