მიხეილ სარჯველაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: გამოძიება სრულფასოვნად მიდის და ყველაფერს ფარდა აეხდება, მთავარია, რომ ასეთი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა

მიხეილ სარჯველაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: გამოძიება სრულფასოვნად მიდის და ყველაფერს ფარდა აეხდება, მთავარია, რომ ასეთი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა

ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ქვეყანაში ძალები, რომელთათვისაც შესაძლოა მისაღები იყო ადამიანების კვლა, ტერორიზმი და ზოგიერთი პოლიტიკური ძალებისთვის ამართლებდეს მიზანი ასეთი საშუალებების გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუს-ის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, გამოძიება სრულფასოვნად მიდის.

„ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელიც მიდის სრულფასოვნად. ყველაფერი დასრულდება ყველაფრისთვის ფარდის ახდით. მთავარია, რომ ასეთი ჩანაფიქრი განხორციელებადი ვერ აღმოჩნდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.