საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:„ არ ვიცი ჩემთვის საინტერესო არა არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ".