შალვა პაპუაშვილი აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე: დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი - ეს ბიუჯეტის თანხა არ არის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი, მაჩანჩალა ქვეყანაა

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე: დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი - ეს ბიუჯეტის თანხა არ არის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი, მაჩანჩალა ქვეყანაა

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტისთვის არ იყო გათვლილი. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რას უნდა მოხმარებოდა 95 მილიონი.

„დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხაა. ეს ბიუჯეტის თანხა არ არის - ბიუჯეტში ნამდვილად არ მიდიოდა.

ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი, მაჩანჩალა ქვეყანა. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვქმნით დოვლათს და ბიუჯეტს ვავსებთ. სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ქვეყნის წინსვლაზე.

თუკი ვინმეს, უცხო ქვეყანას უნდა, რომ ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის, პირიქით, მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდით დგომისთვის. თუმცა, ეს ბოლო პერიოდი, ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. რა თქმა უნდა, ეს სწორი მიდგომა არ არის. ვნახეთ, ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ რომ კიდევ ასეთი დამოკიდებულებაა, რა თქმა უნდა, საკვირველია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მერაბ.g ხალხს აგონებენ, აი გაძლევდით და ამ ხელისუფლების გამო არ გაძლევთო; უვიზო მიმოსვლას და
პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობას კი არ შეგვპირებია არავინ, არამედ ამაზე მსჯელობას დავიწყებთო (ამ საკითხებზე ასე ორჯერ უკვე იყო მსგავსი "მსჯელობა")
ხალხს ეუბნებიან მოაშორეთ ეს ხელისუფლება და ოქროს სარაიას აგიშენებთო :)) ესაა მათებური დემოკრატია
3 თვის უკან