შალვა პაპუაშვილი: რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები - ის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ამის დამსახურებაა

შალვა პაპუაშვილი: რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები - ის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ამის დამსახურებაა

რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები - ის, რომ არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ამის დამსახურებაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან კომენტარი რუსული ორგანიზაციის მიერ თბილისში დაგეგმილი ფორუმის შესახებ გააკეთა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის ამ ღონისძიებაზე არაფერია ცნობილი. მისი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის წინაპირობა ცნობილია და ეს არის დეოკუპაცია.

„სხვადასხვა ჯგუფი არსებობს - სხვადასხვა იდეა და აზრი შეიძლება ჰქონდეს. საქმე იმაშია, რომ ის, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და მგონი, ყველა რწმუნდება, რომ განსაკუთრებით ამ რთულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ არის ყველა შესაძლო დესტრუქციული ქმედება. ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მგონი, ცნობილია საერთო ჯამში, რა არის წინაპირობები. ეს არის საქართველოსთვის დეოკუპაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.