მედია: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებს

მედია: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებს

ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები 24 პატიმარს გაცვლიან. შეთანხმების ფარგლებში, რუსეთში მყოფ, სულ მცირე, 12 პოლიტპატიმარს გერმანიაში გააგზავნიან.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.