ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი მიდის რა თქმა უნდა საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი მიდის რა თქმა უნდა საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სუსში მიმდინარე გამოძიება კიდევ ერთხელ შეაფასა. დეპუტატის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ კვალი უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ მიდის.

„ბევრი ვერსია არსებობს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, უბრალოდ ჩემს პირად აზრს გაგიზიარებთ. ყველაზე ლოგიკური არის, რაც არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი მიდის რა თქმა უნდა საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ. ის ცნობილი კრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, ციხეებში. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია. უბრალოდ აქ არის ლოკალური კონტექსტიც და აქ არის გლობალური კონტექსტიც“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.