დაკარგულ 8 წელზე და დაკარგულ ძალიან დიდ პროექტზე პასუხისმგებელი მთავრობა კი არა ინვესტორი აღმოჩნდა, მე მგონი ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ახსნა-განმარტებები მოისმინონ - დღეს ამ მოქალაქეებს არავინ არაფერი არ უნდა უთხრას? არ იმსახურებენ ელემენტარულ ბოდიშს?, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, განაცხადა, რითაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ვერ შეძლეს ინვესტიციის მოზიდვა და გადაწყვიტეს, რომ ეს გადაებრალებინათ სახელმწიფოსთვის.
„გამოვიდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაბრალებდნენ ანაკლიის პროექტის ჩავარდნას, პერსონალურად გიორგი გახარიას აბრალებდნენ, აღმოჩნდა რომ ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 8 წელი დააკარგვინეს. დააკარგვინა მან, ვინც წააგო სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში.
2020 წელს უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი, რომელიც მიიღებდა გემებს, ჩინურ ტვირთს გაატარებდა დასავლეთის მიმართულებით. უნდა გამხდარიყო ამ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი. ერთ-ერთი ინვესტორი იყო მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ა.შ. ინვესტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გადაებრალებინათ სახელმწიფოსთვის, მათ შორის პერსონალურად გიორგი გახარიასთვის. გუშინ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ რასაც ინვესტორი ითხოვდა სახელმწიფოსგან და რა ბრალსაც სდებდა სახელმწიფოს, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილი მოუწოდებს სახელმწიფოსა და მოსარჩელე მხარეს გამოაქვეყნონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები.
„ერთ რაღაცას ვთავაზობ ორივე მხარეს, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, მთელი მასალები გამოაქვეყნონ რაც კი ამ საქმეშია, რატომ იცით? ახლა დგანან და მანიპულირებენ, რომ „სასამართლომ ეს არ განიხილა, იმაზე არ იმსჯელა“. სად ვარკვიოთ რაზე ილაპარაკა და რაზე არა? მე მჯერა, რომ ყველაფერზე იყო ლაპარაკი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. ორივე მხარემ გამოაქვეყნოს, კონფიდენციალურია იმიტომ, რომ მხარეები ასე შეთანხმდნენ. დაინახეს, რომ წააგეს, ამდენი ხანი რასაც ლაპარაკობდნენ აღმოჩნდა ტყუილი და ახლა უნდათ,რომ ზიანი შეამცირონ. ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტიკურზე ვსაუბრობდით და სასამართლომ პოლიტიკურად არ განიხილა. გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და იქ ვნახავთ რა იყო და რა არ იყო“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
როგორ შეიძლება თაღლითებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ-ს წაღებას და ქვეყნის გაკოტრებას ლამობდნენ, ხალხის სასიკეთო რამე გააკეთონ; არ გაბრიტვდეთ!
არც ერთი ხმა თაღლითებს!