პოდოლიაკი: უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

პოდოლიაკი: უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ომია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, უკრაინა მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის“. არა, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ანუ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ რა პირობებით, რა საფუძველზე იქნება მოლაპარაკებები. აქ უკრაინა მკაფიოდ აცხადებს: „დიახ, დავიწყოთ მოლაპარაკებები იმ პირობებით, რომლებიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება“. და ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იქნება.