თვითონაც არ უარყოფენ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, ზურაბიშვილი, რომ ისინი მოქმედებენ ერთიანი კონკრეტული გეგმით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელის შეფასებისას.
„თვითონაც არ უარყოფს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, ზურაბიშვილი, რომ ისინი მოქმედებენ რა თქმა უნდა, ერთიანი კონკრეტული გეგმით, რომელიც უკავშირდება ისეთი ინტერესების გატარებას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებთან ჰარმონიაში ნამდვილად ვერ მოდის”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.