ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ნახევარფინალში, მან სამხრეთ კორეელი ძიუდოისტი ჯუნ-ჰვან ლი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მანამდე ტატო გრიგალაშვილმა მოლდოველ მიჰაელ ლატიშევს, ავსტრიელ ვაჰიდ ბორჩაშვილს და ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს სძლია.