დონალდ ტრამპი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სირცხვილს უწოდებს

დონალდ ტრამპი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სირცხვილს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სირცხვილს უწოდებს.

ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ გახსნის ცერემონია იყო სინამდვილეში სირცხვილი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, თუ ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადის დროს პრეზიდენტი იქნება, ღონისძიებაზე „საიდუმლო სერობა“ არ იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ეს პარიზში იყო.

„ჩვენ არ გვექნება წარმოდგენილი „საიდუმლო სერობა“ იმგვარად, როგორც იმ ღამით წარმოადგინეს. მათ შეუძლიათ გარკვეული რაღაცების კეთება. მე ვფიქრობდი, რომ ეს საშინელება იყო. მე ყველასთვის ვარ. მე მაღალი მიმღებლობა მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რაც მათ გააკეთეს, სირცხვილი იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა სცენას, რომელსაც კრიტიკოსები „საიდუმლო სერობის“ პაროდიად აფასებენ.