ირაკლი ზარქუა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა. ამათ თავში დგას, დასვეს, უფრო სწორედ „მადამ პრეზიდენტი“

ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა. ამათ თავში დგას, დასვეს, უფრო სწორედ „მადამ პრეზიდენტი“, ხომ იცით რომელიც არის? - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს ამორალურ საქციელებთან.

„ესენი ერთნი არიან, უსამშობლოების გაერთიანებაა. ამათ თავში დგას, დასვეს, უფრო სწორედ „მადამ პრეზიდენტი“, ხომ იცით რომელიც არის? კონსტიტუციის დამრღვევად რომ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მოსამართლეებს შემდეგ მონები ეძახა ამ „მადამ პრეზიდენტმა“ და ახლა ისევ ამ სასამართლოს მიმართა აბა დამიდგინეთ სიმართლეო.

აი, ასეთ ამორალურ საქციელებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.