არასამთავრობო სექტორში მიმდინარე პროცესები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ბუნდოვანია ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ 121 ორგანიზაციიდან, მხოლოდ 21-მა ორგანიზაციამ შეძლო იმ მინიმალური სტანდარტის დაცვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირს, მათი საქმიანობის თაობაზე. ეს სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე, ამ სექტორში მიმდინარე პროცესები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ბუნდოვანია ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.