გივი მიქანაძე: დამაზიანებელმა მოქმედებამ და იმის შეუძლებლობამ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა, ანაკლიის პორტის ფუნქციონირების საკითხი რეალურად რამდენიმე წლით გადაწია

გივი მიქანაძე: დამაზიანებელმა მოქმედებამ და იმის შეუძლებლობამ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა, ანაკლიის პორტის ფუნქციონირების საკითხი რეალურად რამდენიმე წლით გადაწია

დამაზიანებელმა მოქმედებამ და იმის შეუძლებლობამ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა, ანაკლიის პორტის ფუნქციონირების საკითხი რეალურად რამდენიმე წლით გადაწია, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მიიღო ძალიან სწორი და მართებული გადაწყვეტილება და აქციების 51% სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება.

„მმართველი გუნდის ინიციატივით, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა. სახელმწიფომ მიიღო ძალიან სწორი და მართებული გადაწყვეტილება - აქციების 51% სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და საერთაშორისო ტენდერის საშუალებით შემოდის პარტნიორები, ინვესტორები, დონორები და უახლოს პერიოდში ანაკლიის მშენებლობა დაიწყება.

დამაზიანებელმა მოქმედებამ და იმის შეუძლებლობამ, რომ ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რეალურად რამდენიმე წლით გადაწია ანაკლიის პორტის ფუნქციონირება. აღნიშნული ქვეყანას ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრადობას მოუტანდა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.