ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები უმკაცრესად დაისჯებიან

ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები უმკაცრესად დაისჯებიან

დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები უმკაცრესად დაისჯებიან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.

„ეს არის უსერიოზულესი მუხლები. დაველოდოთ გამოძიებას, როგორც ყველა ვადევნებთ თვალ-ყუარს, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ის, ყოველდღე რამდენიმე ადამიანი იკითხება. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები, როცა გამოძიების შედეგი დადგება, უმკაცრესად დაისჯებიან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.