პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-დან თურქეთის გარიცხვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან ისრაელში შეჭრის მუქარების და მისი საშიში რიტორიკის ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაავალა დიპლომატებს, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ნატო-ს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, მოითხოვონ რეგიონული ალიანსიდან მისი გარიცხვა“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კვირას ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი შესაძლოა, ისრაელში შევიდეს.
„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი უგუნური რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში შევედით, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. ასევე მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ინტერვენციის შესაძლებლობაზე საუბრობდა.