ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი აშშ-თვის სილის გაწვნის ტოლფასია“, ეს იმ ფონზე, როდესაც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩავიდა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ირანის ახალ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.
როგორც ანალიტიკოსი წერს, საინტერესოა, გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ჩასვამს "ნაცმოძრაობის" სიაში, თუ აღარაა აქტუალური პოლიტიკოსი?
„რადიკალი ოპოზიციონერი თეონა აქუბარდია ფლობს მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. აშკარაა, რომ ტყუილად ისწავლა. მდარე ხარისხის პოპულისტური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი უნარ-ჩვევები ფსკერზეა. საინტერესოა, გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ჩასვამს "ნაცმოძრაობის" სიაში, თუ აღარაა აქტუალური პოლიტიკოსი?“-წერს გია აბაშიძე.