ირაკლი ზარქუა: ამ უსამშობლოებს, რახან არჩევნებით ვერაფერი გააწყვეს წლებია, შემდეგ რევოლუციური სცენარები ვნახეთ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე, სისხლი უნდათ

ირაკლი ზარქუა: ამ უსამშობლოებს, რახან არჩევნებით ვერაფერი გააწყვეს წლებია, შემდეგ რევოლუციური სცენარები ვნახეთ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე, სისხლი უნდათ

„ამ უსამშობლოებს, რახან არჩევნებით ვერაფერი გააწყვეს წლებია, შემდეგ რევოლუციური სცენარები ვნახეთ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე, სისხლი უნდათ“,-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, სუს-ში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება.

ირაკლი ზარქუას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, წინასაარჩევნოდ, არეულობის კერის შექმნის მცდელობის პრევენციას ახდენს.

ამ უსამშობლოებმა, რახან არჩევნებით ვერაფერი გააწყვეს წლებია, შემდეგ რევოლუციური სცენარები, ჩვენ ვნახეთ ხომ, არა ერთი. ყველა მოვიგერიეთ, ქართველ ხალხთან ერთად და მდგრადობა შეინარჩუნა ამ ქვეყანამ. ახლა უკვე გადავიდნენ ტერაქტებზე. ათეულობით ადამიანია დაკითხული. რა მასშტაბებზე იყო გასული ხედავთ ხომ?! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ არა ერთგზის აღკვეთეს და ახლაც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ პრევენცია მოახდინონ, რომ აქ დაძაბულობის კერა არ შეიქმნას წინასაარჩევნოდ. რისი მოლოდინიც, ჩვენ ხომ ვნახეთ, სისხლი უნდათ“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.