ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. ინფორმაციას მედია საუთპორტის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულებიდან ექვსი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მამაკაცი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია თავდასხმის მოტივი. პოლიციის განცხადებით, ტერორიზმთან რამე კავშირი აღმოჩენილი არ არის.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა და სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.