გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომ შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით  არასამთავრობო სექტორის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოურ ძალას წარმოადგენს და შავი ფულით ფინანსდება.

გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორი გაუმჭვირვალეა ქართულ საზოგადოებასთან, თუმცა გამჭვირვალეა უცხოელ პატრონებთან.

„დავინახეთ ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვიყავით მართალი, როდესაც არასამთავრობო სექტორზე ვამბობდით - ისინი არა ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოურ ძალებს წარმოადგენდნენ და იღებენ არა გამჭვირვალე, არამედ შავ ფულს. "ქართული ოცნების" ბრიფინგზე დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომაც შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.