გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან რა დროსაც 8 ადამიანი - მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.
2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".