მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ! - ეს განცხადება პარლამენტში პარტია " გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
ბუჩუკურმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ "არანაცური და არაქოცური პარტიები მაქსიმალურად დისტანცირდნენ როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "ქართული ოცნების" დნმ-სგან".
ბუჩუკურის განცხადებით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის" მზარდი ორნიშნა მხარდაჭერა გააჩნია.
"ზრდის ისეთი პოტენციალი, რაც ჩვენს პარტიას აქვს, არც ერთ პარტიას არა აქვს. გაერთიანებების მხრივ ჩვენი გუნდი ყველაზე თანმიმდევრული აღმოჩნდა. ორი წელია ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებში გავდივართ მარტო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება, ბევრთან პერსონალური კომუნიკაცია გვაქვს. არსად გვეჩქარება - ნახავთ ახალ ადამიანებს ჩვენთან.
მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.