რა გიკვირთ? ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ. რა გიკვირთ, რომ საქართველოში ჰქონდეთ მცდელობა ტერაქტის მოწყობის. ბიძინა ივანიშვილია ის ფიგურა, რომლის ირგვლივ მოხდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება. საქმე გვაქვს ძალიან ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფრის მკადრებლები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
„გამორიცხული არაფერია, თუ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. რა გიკვირთ? ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ. რა გიკვირთ, რომ საქართველოში ჰქონდეთ მცდელობა ტერაქტის მოწყობის. ბიძინა ივანიშვილია ის ფიგურა და ის ადამიანი, რომლის ირგვლივ მოხდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება. ამ ადამიანმა თავისი გონიერებით თავისი მსოფლმხედველობით შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მისი ეკონომიკური განვითარება. საქმე გვაქვს ძალიან ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფრის მკადრებლები არიან. ყველაფერზე წამსვლელები არიან. უბრალოდ ნახეთ დამოკიდებულება და შეცვლილი რიტორიკა დაინახეს, რომ ომის მოწოდებით, ბომბები ცვიოდეს საქართველოში, ამ მესიჯებით სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ მათ. მაშინვე გადალაგდნენ და დაიწყეს მესიჯის შეცვლა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს, არადა, რამდენიმე თვის წინ ქართველ მეღვინეებს, ბორჯომის მწარმოებლებს რას ეუბნებოდნენ ხომ? გავიხსენოთ გვარამიას ვიდეო. ეს ადამიანები თავიანთი დამოკიდებულებით არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, აგენტები. სხვის ინტერესს ატარებენ და არა საკუთარს. ამიტომ, მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.