დავით ქართველიშვილი ედისონ რისერჩის კვლევაზე: ახალი

დავით ქართველიშვილი ედისონ რისერჩის კვლევაზე: ახალი "უკვდავი" ლიდერი გამოიყვანეს "მარადმწვანე" და აწ უკვე დამჭკნარი ბაქრაძის მაგივრად - ლომჯარია. დღეიდან ეგ გვეყოლება ხოლმე მის მაგივრად პატრიარქის მერე მეორე ადგილას

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას "ნაცები" შეადგენენ, ხოლო კომპანიის კვლევებში მარადმწვანე დავით ბაქრაძის ნაცვლად პოლიტიკურ რეიტინგებში ამჯერად ნინო ლომჯარია შემოიყვანეს.

"ამათმა თავისი ჯიბის "ედისონით" ეს არჩევნები უკვე მოიგეს. ერთმანეთს ულოცავენ - რუსები დავამარცხეთო. ალბათ უკრაინაში ჰგონიათ თავი, ან მორიგი რუსოფობიური პარანოიის რეციდივი აქვთ. თანაც ისეთი, რომ თავისივე ფანჩატურის ყოფილი "დირექტორიც" კი გააოცეს თავისი "რისერჩებით".

მათ მიერ "გამოკვლევებულების" შედეგებით, ჩვენს გარშემო, ჩვენივე ჩათვლით, ქვეყანაში ტოტალური ნაცები არიან - ოღონდ, გვარამიას და მელიას გარეშე. ესენი მათივე ორბიტაზეც აღარ ჩანან - ბოკუჩავამ მათი დედის გინების მესიჯბოქსი მიიღო კეზერასგან. ტრადიციულად მინუსებშია ჩერგო/ბოკერიას "ტვიქსიც" და ამ კვლევების შეფასების მათი ვერსია - წინ გველოდება.

სამაგიეროდ იმავე კეზერასგან მიიღეს გავრილოვის ღამის გმირის "ბუქსირების" ბრძანება - გახარია ოლიმპიური ცეცხლის მორბენალებსაც კი გაასწრო, ისეთი რეიტინგი დაუხატეს. ახალი "უკვდავი" ლიდერიც გამოიყვანეს "მარადმწვანე" და აწ უკვე დამჭკნარი ბაქრაძის მაგივრად - ლომჯარია. დღეიდან ეგ გვეყოლება ხოლმე მის მაგივრად პატრიარქის მერე მეორე ადგილას.

ამ საცირკო სანახაობას კი შალვა ნათელაშვილის სრული ციტატით დავასრულებ. ამაზე კარგ კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ: "რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ხალხსა და ქვეყანას ისინი ვინც აი ამ ე. რეიტინგებს გვიჯღაბნის ათეული წლებია და გვიმრუდებს ისტორიას. რა ხაზარაძე? რის გვარამია? რომელი  იაგო და თვალთხარია გახარია? გინდათ ის ხალხიც გააქციოთ ვინც აქ დარჩა . სამარცხვინოა, სამარცხვინო" - წერს ქართველიშვილი.