დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა): ეს არის იდეოლოგია, რომელიც აუცილებლად შემოვა ყველგან და მარწუხებში მოაქცევს სწორედ ადამიანთა თავისუფალ ნებას - ისეთი საკრალური, როგორიც საიდუმლო სერობაა, სწორედ ტრანსგენდერების ორგიას დაამსგავსა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, საიდუმლო სერობის თემატიკის შეურაცხმყოფელი სახით წარმოჩენის საკითხს ეხმიანება.

„ვისაც კიდევ რაღაც მერყეობა ჰქონდა, რომ ეს ჩვეულებრივი, წყნარი, მშვიდობის მოყვარე იდეოლოგიაა, რომელიც მხოლოდ თანასწორობას, თავის უფლებებს ითხოვს, არა, გენაცვალე! ეს არის იდეოლოგია, რომელიც აუცილებლად შემოვა ყველგან და მარწუხებში მოაქცევს სწორედ ადამიანთა თავისუფალ ნებას.

ისეთი საკრალური, როგორიც არის საიდუმლო სერობა, სწორედ ტრანსგენდერების ორგიას უნდა დაამსგავსოს და ყველაფერი საკრალური, სადაც იქნება - რაიმე სიწმინდის მაჩვენებელი, ამ სიწმინდეში აუცილებლად თავისი ხელი უნდა აფათუროს. ეს არის გარყვნილება“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრემ.