მამუკა მდინარაძე: დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის თარგმანი „სიამაყეა“ და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში ამორალურობააო

მამუკა მდინარაძე: დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის თარგმანი „სიამაყეა“ და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში ამორალურობააო

დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო, ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო… - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ? ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით! რა ჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ… ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო - უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს“, - წერს მდინარაძე.