ლიბერალური ფრთა მთელს დედამიწაზე გამეფებულია, თავიანთ პროპაგანდას თავს გვახვევენ. ადრე საუბრები იყო, რომ ისინი იჩაგრებიან და მათი უფლებები უნდა დავიცვათ, დღეს პირიქითაა - შეტევაზე გადმოდიან და არ ტოვებენ არაფერს ღირებულს და ფასეულს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქრისტიანმა ადამიანმა ამ ყველაფრის მიმართ სწორი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ჩვენ თუ ამ ლგბტ თემის დოქტრინას წავიკითხავთ, იქ პირდაპირ წერია, - გეშინოდეს ჩემი ჰომოსაპიენსო, მე მოვდივარ, შენ მე დამემონები და ტაშს დამიკრავ. ეს უკვე ყველაფერში გამოიხატება; ვნახეთ ევროვიზიაზე ვინ გაიმარჯვა, ვნახეთ ცეცხლი ვის წააღებინეს, არც კაცი იყო და არც ქალი და ეს ტენდენცია გრძელდება. გვეუბნებიან, რომ სქესმა აღარ უნდა იარსებოს. ამ გეგმიდან ისინი არ გადაუხვევენ. თუ ქრისტიანი და მოაზროვნე ადამიანი ხარ, ამის მიმართ სწორი პოზიცია უნდა გამოხატო. როცა ამბობ, რომ მსგავსი ოლიმპიადა არ გინახავს ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად შენი რჯულის და სარწმუნოების წინააღმდეგი ხარ.