ამ ბაკქანალიასთან დამოკიდებულებაზე გადის დღეს ჩვენი ადგილობრივი

ამ ბაკქანალიასთან დამოკიდებულებაზე გადის დღეს ჩვენი ადგილობრივი "პოლარიზაციაც" - ფსევდოლიბერალურ და კონსერვატიულ ფასეულობებს შორის, ეკლესიურობასა და ანტიეკლესიურობას შორის, ქართულ და არაქართულ ღირებულებებს შორის

„არა „რუსულმა“ თუ „ჩინურმა“, არამედ ამერიკულმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია C Spire-მა გამოიჩინა „არალიბერალური“, ზოგადსაკაცობრიო პრინციპულობა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისივე თქმით, კომპანია C Spire-მა იზარალა, მაგრამ თავისი პროტესტი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, საიდუმლო სერობის  დაცინვასთან დაკავშირებით მაინც გამოხატა.

„არა "რუსულმა" თუ "ჩინურმა", არამედ ამერიკულმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია C Spire-მა გამოიჩინა "არალიბერალური", ზოგადსაკაცობრიო პრინციპულობა. მან იზარალა, მაგრამ თავისი პროტესტი გამოაცხადა, რაც მისასალმებელია. ამ ბაკქანალიასთან დამოკიდებულებაზე გადის დღეს ჩვენი ადგილობრივი "პოლარიზაციაც" - ფსევდოლიბერალურ და კონსერვატიულ ფასეულობებს შორის, ეკლესიურობასა და ანტიეკლესიურობას შორის, ქართულ და არაქართულ ღირებულებებს შორის. მარტივია ყოველივე, თუ კი სახარებას გადაშლი:

 „გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც პოვებს თავის სულს, დაკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას" (მათეს სახარება, თავი მე-10)“ - წერს დავით ქართველიშვილი.