ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯ.დ ვენსმა განმარტა თავისი კომენტარი „უშვილო მეკატე ქალბატონი“, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია.
პარასკევს ინტერვიუს დროს ვენსმა თქვა, რომ ის არ ესხმის თავს იმ ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ შვილების გაჩენა ან იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი არ სურთ.
მან აღნიშნა, რომ მისი კომენტარი იყო სარკაზმი, რომლითაც თავს მხოლოდ დემოკრატების ანტი -ოჯახურ იდეოლოგიას დაესხა.
„რატომ ითქვა ჰარისის კამპანიაში, რომ არ უნდა გვქონდეს ბავშვის საგადასახადო კრედიტი, რომელიც ამცირებს გადასახადების განაკვეთებს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის? ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი გახდნენ ოჯახისა და ბავშვების მოწინააღმდეგეები. მე ვამაყობ, რომ მხარს ვუჭერ მშობლებს და ვიმედოვნებ, რომ მშობლებმა იციან, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მათთვის ბრძოლა სურს“, - განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს იბრძოლოს ისეთი პოლიტიკისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და მშრომელ მშობლებს, იმ იმედით, რომ ისინი წაახალისებენ „ცხოვრების კულტურას“.