წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საიდუმლო სერობის დაცინვა შეურაცხმყოფელი იყო ყველა ქრისტიანისთვის.
ჯონსონის განცხადებით, მიმდინარეობს რწმენასა და ტრადიციულ ფასეულობებთან ომი, თუმცა, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს.
"საიდუმლო სერობის წუხანდელი დაცინვა, შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელი იყო მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისთვის, რომლებიც უყურებდნენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას.
ჩვენს რწმენასა და ტრადიციულ ფასეულობებთან ომს დღეს საზღვარი არ აქვს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე და სათნოება ყოველთვის იმარჯვებს. "ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი." (იოანე 1:5)" - წერს სპიკერი ჯონსონი X-ზე.