მაია ბითაძე: ოპოზიციის მიზანია, უბრალოდ საარჩევნო ბარიერი გადალახოს

მაია ბითაძე: ოპოზიციის მიზანია, უბრალოდ საარჩევნო ბარიერი გადალახოს

მაია ბითაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციას ყველა სცენარი ჩაუვარდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ცდილობდა ერთი ლიდერი გამოეკვეთათ, მაგრამ ეს მცდელობაც ჩაუვარდა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში მცდელობა იყო, რომ ერთი ლიდერი გამოეკვეთათ, რადგან იციან რომ ერთი ლიდერი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და სარწმუნო, ვიდრე დაქსაქსული პოლიტიკური კავშირები, რასაც ახლა ვხედავთ, ეს სცენარი ჩაუვარდათ. გარკვეულმა ძალებმა ბევრი იწვალეს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან ჩამოეშორებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იმარჯვებს. არჩევნების დროს, ყველა კარგად იაზრებს, რომ ბოლო 11-12 წელი ის წლებია, როდესაც ამ ქვეყანას აქვს მშვიდობიანი გარდატეხის ეტაპი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, უბრალოდ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან მათ სხვა მიზანი არ აქვთ.