"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) მიმართავს და სთხოვს, რეაგირება მოახდინონ ქართული ოპოზიციის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებაზე.
კერძოდ, ქადაგიძე აცხადებს, რომ ნახევარმა ოპოზიციამ უკვე მოასწრო დავით კეზერაშვილთან ჩასვლა და ფინანსებზე შეთანხმება.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia, NDI Georgia
გაიღვიძეთ!
სანამ თქვენ თვლემთ, ნახევარმა ოპოზიციამ მოასწრო ჩასვლა კეზერაშვილთან და ფინანსებზეც თანხმდებიან.
ჰო და ველოდები ფართომასშტაბიან ბრიფინგებს, უცხო ქვეყნიდან ქართული ოპოზიციის დაფინანსებაზე თუ მხოლოდ სახელისუფლებო კამპანიაზე აპირებთ განცხადებებს?!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში