ჯორჯ სოროსი თბილისშია   

ჯორჯ სოროსი თბილისშია  

ჯორჯ სოროსის ჩამოსვლასთან დაკავშირებითმრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოსაქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან სოროსის ფონდის დახურვა და თავად ჯორჯ სოროსის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს.

კულუარებში ჯორჯ სოროსის საქართველოში სტუმრობას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსალოდნელ გადაადგილებებს უკავშირებენ. არსებობს ვერსია, რომ მთავრობაში დაგეგმილი მორიგი საკადრო როტაცია ვაშინგტონთან უკვე შეთანხმებულია და ის სავარაუდოდ 2 კვირაში განხორციელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი საქართველოშიღია საზოგადოება - საქართველოსდაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩამოვიდა.

ფონდიღია საზოგადოება - საქართველოსდირექტორი დავით დარჩიაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაღია საზოგადოების ინსტიტუტისდამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებითმრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოსაქტივისტთა პროტესტს მშვიდად შეხვდა.

დარჩიაშვილის განცხადებით, ჯორჯ სოროსის ფონდების ძირითადი ფილოსოფია და მიზანი სწორედ ისაა, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის უფლება და საშუალება.

მთავარია, აქტივისტები მიეჩვიონ კანონის ფარგლებში თავისი აზრის გამოხატვას”, - აღნიშნა საუბრისასღია საზოგადოება - საქართველოსდირექტორმა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჯორჯ სოროსი საქართველოში ყოფნისას რეკომენდაციებს მისცემსღია საზოგადოება - საქართველოსნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და ასევე შეაფასებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებულ პროცესებს.