„ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა!
„ქართული ჯარის დაფინანსებასა და მის ორმხრივ წვრთნებზე ბევრი რამ იწერება, მაგრამ სიმართლე არის მარტივი და არის ერთი!
ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა!
დიახ, დიდი ძმისაგან სახელისუფლებო გუნდი ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ომი თავიდან აერიდებინათ.
ორმხრივი წვრთნებიც ეგრეთწოდებულმა გაბრაზებულმა დიდმა ძმამ შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მხარე ომზე ვერც მუქარითა და ვერც პოლიტიკური თამაშით ვერ დაითანხმა.
ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება.
ასე რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსიები და ოპოზიციის მცდელობა გაამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება არის შეკვეთილი მცდელობა, როგორმე ქართველი ხალხის თვალში დიდი ძმის იმიჯი გამართლდეს. ეს უკანასკნელი კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.“-წერს მეგრელიშვილი.