გარგარის ჯემი

გარგარის ჯემი

ინგრედიენტები

1   კგ. გარგარი (უკურკო)

3 1/2  ჭიქა შაქარი, ან გემოვნებით

1/2  ჭიქა წყალი

მომზადება

გარგარი გარეცხეთ, კურკა მოაცილეთ და დაჭერით.

მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით წყალი და დააყარეთ შაქარი.

ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე ხილის კარგად დარბილებამდე და ჯემის გასქელებამდე.

ჩაასხით გარეცხილ ქილებში და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.