ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა კასტელ დი სანგროში პირველად ივარჯიშა ახალი სეზონის წინ.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, კვარაცხელია კონტეს პროექტის სათავეშია, ქართველს კი სურს, რომ მწვრთნელს ნდობისთვის სამაგიერო იმით გადაუხადოს, რაც კარგად გამოსდის - გოლებით, საგოლე პასებით და დრიბლინგებით. გავლენიანი გამოცემა წერს იმასაც, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ შავი წლის შემდეგ ამბიციების გარანტია.
გარდა ამისა, ეს გამოცემა იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე განახლება და სეზონში 5 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი შესთავაზა. ახლა ქართველის გადასაწყვეტია დათანხმდება თუ არა შეთავაზებას ან გუნდში თამაშის გაგრძელება მოქმედი ხელშეკრულებით მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე ამხანაგური მატჩები აქვს - „ეგნატიასთან“ (28 ივლისი), „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.