გიორგი გამსახურდია: ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა

გიორგი გამსახურდია: ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა

ეს გახარია და თავისი ამფსონები რომ იბრალებენ პოლიტიკოსები ვართო, რანაირი პოლიტიკოსები არიან გახარიადან დაწყებული მაინტერესებს? ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა, - წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.

გამსახურდიას თქმით, გიორგი გახარიას  ვინმე რომ იცნობს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, ვერასდროს ვერ მიიღებს მოღალატეებს და გახარიასებრ გაქნილ შულერებს, ვისთანაც არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიკური ინტეგრაცია.

„ეს გახარია და თავისი ამფსონები რომ იბრალებენ პოლიტიკოსები ვართო, რანაირი პოლიტიკოსები არიან გახარიადან დაწყებული მაინტერესებს? ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა. დღეს საერთოდ ამ პოლიტიკურ გვამებს, ვინმე რომ იცნობს, ქართული ოცნების 99% დამსახურებაა. ეს გარეწარი მოღალატე კი ბიძინა რომ არ ყოფილიყო, თავის სოფელ მუხურში და სენაკში ცოლეულშიც არ ეცოდინებოდათ. ხომ და საერთოდ ამათი რაიმე სახის ძალად მიჩნევა როგორ შეიძლება? რა პოლიტიკური დებატები ან რა თავის გაყადრება ამათზე? ქართველი ხალხი, ვერასდროს ვერ მიიღებს მოღალატეებს და გახარიასებრ გაქნილ შულერებს, ვისთანაც არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიკური ინტეგრაცია“, - წერს გიორგი გამსახურდია.

მერაბ.g გახარიას ბრბო ვინაა ნეტავი? კოვიდი მოიტანა გახარიამ? თუ ის არ გვახსოვს, რომ გახარიას წასვლისას 10 ათას მოსახლეზე კოვიდით გარდაცვლილთა ოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვიყავით, ხოლო 10 თვეში, კოვიდის დამთავრებისას ბოლოდან მესამეზე!
შენ რითი გიცნობენ ახლავე გეტყვი: საუკუნის დასაწყისში, შევარდნაძის დროს ეს ვაჟბატონი მთაწმინდის პოლიციაში მუშაობდა, ამავე პერიოდში დედამისს აქციების გამო დევნიდა ხელისუფლება და სწორე უთხრა ერთმა: "მამა მოგიკლეს, დედას გიტყ,,ვენ და ამათ როგორ ემსახურებიო" მერე სააკაშვილის დროსაც პოლიციაში მუშაობდა ... ერთი ჰკითხთ იმ თანამდებობაზე, სადაც ზის გახარიად დანიშნული არაა? ახლა ვინაა უმადური და ღორი? ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ეს იმათ მოიჩოჩდება და ივანიშვილის პირველი მაგინებელი იქნება; ასეთია არაკაცთა ზნე!
3 თვის უკან
მერაბ.g იკითხეთ იმდროინდელ პოლიციელებში - ამისნაირი უვიცი, "პადხალიმი" და შემძრომი პოლიციაში მეორე არ იყო! აქაც არ ჩანს მისი მორალი? ივანიშვილი რომ არა ვის ეცოდინებოდა გახარიაო! ანუ მოჯამაგირედ უნდა დადგომოდი, მთავარია კარიერა, ქვეყანა და სიმართლე რა შუაშიაო
3 თვის უკან