ჩვენ, რა თქმა უნდა მოვისმინოთ რა უნდა ამერიკასა და ევროკავშირს, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, რა გვჭირდება ჩვენ. ასე რუსეთიც გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები უკვე მოსმენილი გვაქვს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გვიხარია, როდესაც ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ასევე გვიხარია, ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსი, გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ან რას ნიშნავს კანდიდატობა. ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა მოვისმინოთ რა უნდათ მათ, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, რა გვჭირდება ჩვენ. ასე რუსეთის გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები ჩვენ მოსმენილი გვაქვს.
დღეს ის პერიოდი არ არის, რომ ცუდსა და უარეს შორის აირჩიო. მე ვფიქრობ, ქართველებისთვის ის დრო დადგა, რომ საუკეთესო ვარიანტი ავირჩიოთ, ავირჩიოთ საუკეთესო ურთიერთობები იგივე ამერიკასთან და ეს შესაძლებელია. შეგვიძლია, ერთმანეთში გაუგებრობები შევწყვიტოთ და თუ მართლა სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენიც გაითვალისწინოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.