დემჩენკო:

დემჩენკო: "მოედანზე სრული კონცენტრაციით უნდა გავიდეთ"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დეჩიჩთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„გაორებული ემოციაა, რადგან „ლუდოგორეცთან“ კარგად ვითამაშეთ, მეტოქეც დავამარცხეთ, მაგრამ დავალება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ევროტურნირები გრძელდება, ახლა კონფერენს ლიგაზე გადავერთეთ. ამ თამაშისთვის კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული, რადგან ევროტურნირებს გუნდები მაღალ დონეზე ხვდებიან. ჩემპიონთა ლიგა იქნება თუ კონფერენს ლიგა, მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ნებისმიერ ტურნირს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და დღეს მოედანზე სრული კონცენტრაციით გავიდეთ“, - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

„დინამო ბათუმის“ და „დეჩიჩის“ მატჩი დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.