შემწვარი ბანანი ნაყინით

შემწვარი ბანანი ნაყინით

ინგრედიენტები

55   გრამი კარაქი

2/3  ჭიქა ყავისფერი შაქარი

3 1/2  / (50მლ) რომი

1 1/2  / ვანილის ექსტრაქტი

1/2  / დაფქული დარიჩინი

3   ცალი ბანანი

1/4  ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი

265   გრამი ვანილის ნაყინი

მომზადებ

გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში.

დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ მოათავსეთ მასში ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ ეს მასა ბუშტებს არ გაიკეთებს.

მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ თითოეული მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. ამასობაში გადაანაწილეთ ნაყინი ოთხ ცალ ფიალაში. შემდეგ თითოეულში ჩაამატეთ სამ-სამი მომზადებული ბანანი და მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი. გემრიელად მიირთვით მალევე, სანამ ნაყინი გადნება.