Defensa Central-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები" 23 წლის ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ჯამური ხელფასით 200 მილიონი ევრო და მზად არიან „სამეფო კლუბს“ ტრანსფერში 230 მილიონი ევრო გადაუხადონ. თავად ფეხბურთელი მადრიდის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი „რეალში“ „ფლამენგოდან“ 2018 წლის ივლისში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 45 მილიონი ევრო შეადგინა, კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ვინისიუსმა 39 მატჩი ჩაატარა, 24 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.