ცენტრარმკლუბში
შტატების შემცირება. ცენტრარმკლუბში მოხდა შტატების შემცირება. შტატის გარეშე დატოვეს ოცდაათ მოსამსახურეზე მეტი, შტატში დარჩა ექვსი.
სააგიტაციო საღამოები. მაისის თვის განმავლობაში განზრახულია, ახალ-გაწვეულთათვის მოეწყოს სამი აგიტ-საღამო.
წითელი ყაზარმა. პირველი საღამო გაიმართება წითელ ყაზარმის აღსანიშნავად. წარმოდგენილი იქნება ს. ერ. - ელის პიესა „წითელ ყაზარმაში“ და ხუციშვილის სააგიტაციო ინსცენიროვკა.
ანტირელიგიური საღამო. წითელ ყაზარმის საღამოს შემდეგ გაიმართება ანტირელიგიური საღამო თითქმის იგივე შინაარსით, როგორც გაიმართა წარსულ თვეში.
სანიტარული საღამო. მაისის თვის ბოლოში ახლად გაწვეულთათვის გაიმართება სანიტარული საღამო ინსცენიროვკით „სიკვდილის აჩრდილნი“. მოხსენებით საღამოების მოწყობას ხელმძღვანელობს ელიოზ ხუციშვილი.
საზაფხულო თვეებში. ვინაიდგან ქართულ ჯარის ნაწილები საზაფხულოთ მიემგზავრებიან აგარაკებში ამის გამო კულტურულ-განმანათლებელი მუშაობა გადატანილ იქნება ცენტრიდან აგარაკებში, სადაც იდგმებიან ნაწილები.
1 მაისის დღესასწაული ჩვენი ჯარის ნაწილებში
დღესასწაული მესანგრე ასეულში. აღნიშნულ ნაწილში შესდგა საერთო წითელ არმიელთა კრება, რომელზედაც დაესწრნენ ახლად გაწვეულნიც. მოხსენებები პირველი მაისის შესახებ წაიკითხეს ამხ. ჭელიძემ, მაჩიტაძემ და სხ. მოხსენებები მოსმენილ იქმნა ყურადღებით.
დღესასწაული პირველ ლეგიონში. პირველ მაისს პირველ ლეგიონში შეხვდნენ არაჩვეულებრივი აღტაცებით. ყაზარმა შემკობილი იყო რევოლუციონური პლაკატებით და გალამაზებული იყო წითელი კუთხეები.
წიგნების გამოფენა. დღესასწაულის გასაშუქებლად სამკვირეულისაგან გამოფენილ იქმნა სათანადო წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.
კედლის გაზეთი. ამ დღისთვის გამოვიდა შესაფერისად შედგენილი კედლის გაზეთი „წითელი დროშა“.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას