ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება და დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ არჩევნებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი ექნება მშვიდობას და ომს შორს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება და დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ არჩევნებში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.