არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველომ უკვე ჩაატარა არაერთი არჩევნები ძირითადი წესების დაცვით - ახლა არჩევნებზე წინასწარ თავდასხმა, არის რადიკალური ოპოზიციის კამპანია

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველომ უკვე ჩაატარა არაერთი არჩევნები ძირითადი წესების დაცვით. რაც შეეხება ახლა არჩევნებზე წინასწარ თავდასხმას, არის რადიკალური ოპოზიციის კამპანია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება დათვლის ელექტრონული სისტემით, რომელიც რაიმე ტიპის მანიპულაციას გამორიცხავს.

„იმის მაგივრად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოქალაქეებს გააცნოს პროგრამა, რის გაკეთებას აპირებენ, რა იციან ჩვენზე უკეთ და რა შეუძლიათ ჩვენზე უკეთ გააკეთონ, დაკავებული არიან არჩევნების გაშავებით. რადიკალური ოპოზიციის დევიზი რჩება იგივე - სანამ არ გაიმარჯვებენ ყველა არჩევნები არის ყალბი. ამ არჩევნებში მაღალი შედეგის იმედი არ აქვთ, ამიტომ წინასწარ დაიწყეს თავისი ამომრჩევლის მოტყუების კამპანია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.