26 ივლისს პარიზში სტარტს აიღებს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელზეც საქართველო 28 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა საზეიმო ვითრებაში ოლიმპიური ფიცი დადეს, რომლის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო სამგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანმა, გენო პეტრიაშვილმა მიმართა:
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ გვამხნევებთ და გვერდში გვიდგახართ, ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვებებს. თითოეულ თქვეგანს მეგობრებო, მინდა, წარმატებები გისურვოთ. მიაღწიეთ იმ მიზანს, რაც გულში გაქვთ დასახული და მადლობა, რომ ღირსეულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის სახელსა და დროშას“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.