საფრანგეთის ელჩმა ქართველ ოლიმპიელებს მიმართა - იმედი მაქვს, მრავალთვიანი მომზადების შემდეგ მაქსიმუმს გააკეთებთ და ამით პატივს მიაგებთ ოლიმპიადას, პარიზს და საქართველოს

საფრანგეთის ელჩმა ქართველ ოლიმპიელებს მიმართა - იმედი მაქვს, მრავალთვიანი მომზადების შემდეგ მაქსიმუმს გააკეთებთ და ამით პატივს მიაგებთ ოლიმპიადას, პარიზს და საქართველოს

იმედი მაქვს, რომ მრავალთვიანი მომზადების, ვარჯიშის, შეუპოვრობისა და მონდომების შემდეგ მაქსიმუმს გააკეთებთ და ამით მიაგებთ პატივს ოლიმპიადას, პარიზს და საქართველოს, – ასე მიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ ქართველ ოლიმპიელებს გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ  ყველა სპორტსმენისთვის პარიზი გამარჯვებისა და სიხარულის სინონიმი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ თქვენ გვერდით ვარ დღეს და შემიძლია, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე დელეგაციების მიმართ. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვენ თქვით, რომ ოლიმპიური თამაშები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტული შეჯიბრი. ისინი ატარებენ ბრწყინვალების, პატივისცემის და მეგობრობის ღირებულებებს, რაც მონაწილე ერებმა და სპორტსმენებმა უნდა განასახიერონ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ოლიმპიური თამაშების საშუალებით საფრანგეთს სურს უფრო ინკლუზიური, უფრო თანასწორუფლებიანი და უფრო მდგრადი ეკოლოგიური საზოგადოების წარმოჩენა. ამგვარად, საფრანგეთი ძალიან ამაყად უმასპინძლებს თამაშებს, რომელიც იქნება ისტორიაში პირველად თანაბარი თამაშები. თამაშები იქნება ეკოპასუხისმგებლიანი, ნახშირბადის ემისიების განახევრების ვალდებულებით თამაშების დროს და იქნება ინკლუზიური პარაოლიმპიური და ოლიმპიურ თამაშების მედიის მხრიდან ერთგვარი გაშუქებით.

ჩვენ ვნახეთ ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა და საფრანგეთში, პარიზში ჩასვლის კადრები. ამის ნახვა საკმარისია იმისათვის, რომ ყველა შურით აღვივსოთ, მათ შორის მეც, ვისაც არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ შეჯიბრებაში, მოვლენების რიტმის განცდაში გახსნის ცერემონიაზე დასწრებით ან უბრალოდ სულისკვეთების გაზიარების საშუალება არ გვაქვს. იმედი მაქვს, ყველა სპორტსმენისთვის პარიზი გამარჯვებისა და სიხარულის სინონიმი იქნება. იმედი მაქვს, რომ მრავალთვიანი მომზადების, ვარჯიშის, შეუპოვრობისა და მონდომების შემდეგ მაქსიმუმს გააკეთებთ და ამით მიაგებთ პატივს ოლიმპიადას, პარიზს და საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველას“, – განაცხადა ელჩმა.