პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ და CIA-მ - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა

პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ და CIA-მ - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა

„ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ და CIA-მ - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა და დაგვცინეს ხომ კოლეგებმა, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მძიმე ფაქტის ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა.

„მკვლელობის მცდელობა და ასეთი მძიმე ფაქტი გამოიყენო ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის, უზნეობა მგონია. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა და დაგვცინეს ხომ კოლეგებმა. ის, რაც არ იცის FBI-მ და CIA-მ, ამერიკის საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურებმა, თურმე იციან „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ ექსპერტებმა. სასაცილო არ არის? მართლა არ გეცინებათ ამაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ, CIA-მ და ტრამპმაც არ იცის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა ნატო-ს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეფორმები დააჩქაროს.

მანჯგალაძის თქმით, არავის სჯერა, რომ „ქართლი ოცნება“ დარჩენილ 100 დღეში რაიმე რეფორმას გაატარებს.

„რაც შეეხება გზავნილებს ნატო-სგან - მე ასე გავიგე, რომ არავის სჯერა, რომ დარჩენილ 100 დღეში „ქართლი ოცნება“ რაიმე რეფორმას გაატარეს. სინამდვილეში, მოწოდება არის ქართველი ხალხის მისამართით, „თუ გინდათ იყოთ ნატო-სთან უფრო ახლოს, თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრი, ამისთვის აუცილებელია შევცვალოთ მთავრობა და მოვიყვანოთ ისეთ მთავრობა, ვინც ამ რეფორმებს გაატარებს“. ხელისუფლება, რომელმაც 12 წელი არ გაატარა ის რეფორმები, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ბუნებრივია, არავის სჯერა, ჩვენს ევროპელ, ამერიკელ, ნატო-ელ პარტნიორებს, რომ დარჩენილ 100 დღეში „ქართული ოცნება“ რაიმე რეფორმის გამტარებელია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მერაბ.g უზნეობა შენი, ვაშაძის, ბერძენიშვილის, გუბაზის, არმაზის, ხაზარაძის და კიდევ არაერთის ყოფნაა ქართულ პოლიტიკაში! იმედია ამას მალე ეშველება; რაც შეეხენა ექსპერტებს, არ ვიცი სათქვენო იქსპერტები რამდენს იღებენ, მაგრამ ისინი ბევრად უღირსობას და ტყუილს კადრულობენ, ვიდრე შენგან დაწუნებულები
ესროლეს ტრამპს, ესროლეს ფიცოს, მანამდე ესროლეს ერდოგანს ... აქედან სავარაუგო დასკვნის გამოტანა ყველას შეუძლია, გარდა შენისტანა პიტალოსი!
4 თვის უკან